ავტოსაგზაო შემთხვევა გუდაურში – დაშავებულია სატვირთო ავტომანქანის მძღოლი (ფოტო)

გუდაურში, გონდოლების გადასახვევთან, „ტრაილერი“ გადაბრუნდა. ამის შესახებ „კვირას“ თვითმხილველმა განუცხადა.
მისი თქმით , შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
თვითმხილველის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ზედა კიდურის  მოტეხილობა მიიღო.
შემთხვევის ადგილზეა მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო ბრიგადის თანამშრომლები.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები