თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბი დღეს ოფიციალურად გაიხსნება

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბი დღეს ოფიციალურად გაიხსნება.
შტაბს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი გახსნის.
დღესვე, თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე შტაბის ხელმძღვანელს წარადგენს.
კახა კალაძის შტაბი კოსტავას N14-ში, გამომცემლობა „სამშობლოს“ ყოფილ შენობაში დღეს, 19:00 საათზე გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები