სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების ვინაობა ცნობილია

სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების ვინაობა ცნობილია. შესაბამისი სია დღეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა გაასაჯაროვა.
მისი ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობას – იოსებ ბაჩიაშვილი, ლალი ფაფიაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ოთარ სიჭინავა, ირაკლი ადეიშვილი, თამარ ალანია, ლუიზა ხითარიშვილი, კონსტანტინე კორკელია და ნინო ბაქაქური იღებენ. თავად იუსტიციის სამინისტროში კანდიდატების სიას ამ ეტაპზე არ ავრცელებენ. კანდიდატების შესახებ ჯერ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ, ვინაიდან განაცხადების მიღება გვიან ღამით დასრულდა.
სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველი კანდიდატებიდან ხვალ, სპეციალურ სხდომაზე ხუთ კანდიდატს შეარჩევენ. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 24 აგვისტოს, 00:00 საათზე დასრულდა. საქართველოს სტრასბურგში წარსადგენი მოსამართლეების შერჩევა უკვე მესამედ უწევს, ვინაიდან ორჯერ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს მთავრობას წარდგენილი კანდიდატები დაუწუნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები