წყალზე მაშველებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 9 მოქალაქე გადაარჩინეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 9 მოქალაქე გადაარჩინეს, მათ შორის, უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე.

მაშველებმა ურეკში, ოპერატიული რეაგირების შედეგად, ზღვიდან 4 პირი ნაპირზე უვნებლად გამოიყვანეს.

წარმატებით დასრულდა სამაშველო ოპერაცია ბათუმში, სადაც წყალზე მაშველებმა უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე გადაარჩინეს.

მაშველებმა ზღვიდან ნაპირზე, ასევე, უვნებლად გამოიყვანეს: ქობულეთში – 2, ფოთში –1 და ანაკლიაშიც – 1 მოქალაქე.

ურეკის სანაპირო ზოლზე დაკარგული 2 ბავშვი შსს-ს მაშველებმა მშობლებს დაუბრუნეს.

წუხელ ურეკსა და შეკვეთილში, ძლიერმა წვიმამ და ქარმა ხეები მოგლიჯა, დააზიანა ავტომანქანები, ელექტროსადენები, დაიტბორა ეზოები, სახლების პირველი სართულები. ურეკსა და შეკვეთილში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ სპეციალური შტაბი შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები