დედოფლისწყაროში ხანძარი ლოკალიზებულია

დედოფლისწყარო-გამარჯვების მონაკვეთზე ნაწვერალს (უკვე აღებული ხორბლის ნარჩენებს) მოეკიდა ცეცხლი.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლმა დაახლოებით 20 ჰექტრამდე ფართობი გაანადგურა.
სააგენტოს ინფორმაციით, ხანძრის შედეგად, 1 ბუჩქიც არ დამწვარა და არაფერს გადასდებია სხვას.
ხანძარი ამ დროისათვის ლოკალიზებულია. შემთხვევის ადგილზე 4 ჯგუფი მუშაობს, 20 მეხანძრე-მაშველი, სახანძრო-სამაშველო ტექნიკასთან ერთად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები