დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ თვალივთან ხანძრის ახალი კერები გაჩნდა
დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ თვალივთან ახლოს გუშინდელ ხანძარზე ახალი, პატარ-პატარა კერები გაჩნდა, – ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ნახანძრალი ტერიტორია დაახლოებით, 2 ჰექტარია და სწორედ აქ, სავარაუდოდ, ქარის გამო დღეს ცეცხლის პატარა კერები წარმოიშვა. შემთხვევის ადგილზე 25 მეხანძრე-მაშველია მობილიზებული. სააგენტოში აცხადებენ, რომ ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არის.