„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ზედაუბნის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა სრულად განაახლა

ხვალ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, ზედაუბნის ქუჩაზე, მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაასრულებს.
წყალსადენის მაგისტრალური ქსელის 250 მეტრი სიგრძის და წყალარინების ქსელის 100 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით შეცვალა.
ასევე, აღნიშნულ ქსელზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, ევროსტანდარტის შესაბამისი 2 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 2 ჰიდრანტი დამონტაჟდა.
სარეაბილიტაციო პროექტში კომპანიამ 100 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.
ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს კომპანია ხვალ განახორციელებს, რის გამოც, რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი.
აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ, 24 აგვისტოს, საღამოს 18:00 საათიდან, ზეგ, 25 აგვისტოს, დილის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონში: ზედაუბნის, ლოტკინის მთის, გეგუთის, წერონისის, თოდრიას და მიმდებარე ქუჩებს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის „ცხელი ხაზის“ – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები