კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება

გლდანის VII მიკრორაიონში, ხიზანიშვილის ქუჩა N92-ის მიმდებარედ, დაზიანებულ მილზე აღდგენითი სამუშაოები გრძელდება.

დაზიანებამ მილის დიდი ნაწილის დეფორმაცია გამოიწვია, რამაც ტექნიკური სამუშაოების წარმოება გაართულა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მაგისტრალური ქსელის დაზიანება გუშინ საღამოს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ტექნიკური სამუშაოების წარმოებისას მოხდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელი გახდა, წყალმომარაგების აღდგენის დროის 23 საათამდე გადავადება.

წყალმომარაგება დღეს, 22 აგვისტოს, გლდანის III, IIIა, V, VI, VII და VIII მიკრო რაიონებს 23:00 საათიდან აღუდგება.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.

ინფორმაცია წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის „ცხელი ხაზის“ – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები