„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ პეკინის ქუჩაზე მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა სრულად განაახლა. კომპანიამ სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით განახორციელა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპზე, პეკინის ქუჩის მარჯვენა მხარეს, წყალსადენის 355 მმ-იანი და 160 მმ-იანი 1.5 კმ სიგრძის ქსელი სრულად შეიცვალა, ჰიდროტესტირება ჩაუტარდა და ექსპლუატაციაში გასაშვებად მომზადდა.
ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს, კომპანია ხვალ, 23 აგვისტოს, განახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობისას, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ 23 აგვისტოს დილის 11:00 საათიდან 24 აგვისტოს დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: საბურთალოს რაიონში: პეკინის ქუჩას N1-27-ს და II კვარტალს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები, მსოფლიოს წამყვანი გერმანული კომპანიის RRT Ingenieurburo Weidt-ის ექსპერტებთან ერთად განახორციელა. სარეაბილიტაციო პროექტში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 3 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები