ირაკლი კობახიძე: ყველა რესურსი მობილიზებულია ხანძრის ჩასაქრობად

კლიმატური პირობები ხელს უშლის ამ ეტაპზე ხანძრის ჩაქრობას, დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრებათ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც ამ წუთებში ბორჯომში, საგანგებო შტაბში იმყოფება.
ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მიღებულია ყველა ზომა, რომ დასახლებულ პუნქტზე ხანძარი არ გავრცელდეს. „ყველა რესურსი მობილიზებულია ხანძრის ჩასაქრობად, სამწუხაროდ, კლიმატური პირობები ეფექტურ მუშაობას უშლის ხელს, დასახლებულ პუნქტზე ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ვერტმფრენები მუშაობას დილიდან განაახლებენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები