ბორჯომში, სტიქიის ზონაში გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის 12 წევრი ჩავიდა (ფოტო-ვიდეო)

ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის 12 წევრი ჩავიდა – ამის შესახებ „კვირას“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება.
მისივე თქმით, ახალგაზრდებმა გადაწყვეტილება თავად მიიღეს და ხანძრის კერების ჩაქრობას შეეცადნენ. როგორც „კვირას“ ერთ-ერთმა ლეგიონელმა გიორგი კობიძემ განუცხადა, ჯგუფის წევრების ნაწილი თბილისიდან არის, ზოგიერთი კი ახალციხიდან ჩავიდა.
„საკუთარი სურვილით გადავწყვიტეთ, ბორჯომში, სტიქიის ზონაში ჩამოვსულიყავით და რაც შეგვეძლო, ჩვენი სახსრებით დავხმარებოდით ადგილობრივ ხელისუფლებას. ჩვენ ვეცადეთ, ნიჩბებითა და ბარებით ხანძრის კერები, შეძლებისდაგვარად, ჩაგვექრო. თუმცა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა წინააღმდეგობა გაგვიწიეს, ჩვენივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
ბორჯომში დილით ჩამოვედით და მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით, მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობაში დავხმარებოდით“, – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას გიორგი კობიძე.

https://www.youtube.com/watch?v=ZvNVNNnl3Ec&feature=youtu.be

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები