ჯანდაცვის სამინისტრო ბორჯომის ხეობაში მაშველებისა და მოსახლეობისთვის რესპირატორებისა და პირბადეების მიწოდებას უზრუნველყოფს

ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი ტყის ხანძრების დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სპეციალურ რეკომენდაციებს ავრცელებს. როგორც „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრიდან აცნობეს, რჩევები მოსახლეობის ყველა მოწყვლადი ჯგუფისთვის არის გათვალისწინებული, კერძოდ, ასთმის, კარდიოვასკულური და სხვა რესპირატორული დაავადებების მქონე პირებისთვის, ხანდაზმულებისთის, ბავშვებისა და ორსულებისთვის. ასევე, მწეველებისა და მეხანძრეებისთვის. ”მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში: ფილტვის ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები და მოზრდილები მოერიდეთ გარეთ გასვლას და ხანძრით განპირობებული დაბინძურებული ჰაერისა და ჭვარტლისგან თავის დასაცავად, გამოიყენეთ პირბადე; ჰაერის მაღალი ხარისხით დაბინძურების დროს დარჩით შენობაში; შეინარჩუნეთ დაბალი ტემპერატურა და არ გააღოთ ფანჯრები; უზრუნველყავით ჰაერის დაბინძურების ყველა წყაროს ლიკვიდაცია, კერძოდ: სიგარეტის გამონაბოლქვი, ღუმელის გამოყენება, აეროზოლის მიმოფრქვევა, საკვების შეწვა; რესპირატორული და კარდიოვასკულარული პრობლემების მქონე პირებმა, გამოიყენეთ რესპირატორი; დამატებითი სერვისების მისაღებად, მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას; ჯანდაცვის სამინისტრო მაშველებისა და მოსახლეობისთვის რესპირატორებისა და პირბადეების მიწოდებას უზრუნველყოფს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები