ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე მეწყრული მონაკვეთი გააქტიურდა 

შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე, ბოლო დღეებში გააქტიურდა მეწყრული მონაკვეთი.
გზის მიმდებარედ გამოფიტული და ეროზირებული მეწყრული ფერდობიდან გზის სავალ ნაწილზე სისტემატურად ჩამოდის მიწა-კლდოვანი ჩამონაშალი, რომლის ნაწილიც ჩადის მდინარის კალაპოტში, არსებულმა მეწყრულმა პროცესებმა გამოიწვია მდინარის ნაწილობრივ შეგუბება და წყლის დონის მატების შედეგად დაიტბორა გზის ორი მონაკვეთი.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან და დამატებითი მანქანა–მექანიზმების მობილიზებაა დაწყებული, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს გზის გაწმენდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს, აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილებისას, გამოიჩინონ ყურადღება და სიფრთხილე და არ გააჩერონ ავტომანქანები ქვის ცვენის ადგილებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები