ზურაბ ალავიძე: სოფელ დაბაში ვერტმფრენები ვერ მუშაობენ, რადგან ადგილზე დიდი კვამლია

„ამ დროის მონაცემებით, სოფელ დაბაში ვერტმფრენები ვერ მუშაობენ, რადგან ადგილზე დიდი კვამლია“ – აცხადებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე.
მისივე თქმით, ინფორმაცია იყო, რომ თურქული ვერტმფრენები ქვეყანაში 17:00 საათისთვის უნდა ჩამოფრენილიყვნენ. „ვერტმფრენები ამ წუთში ვერ მუშაობენ, რადგან ადგილზე კვამლი დგას. თურქული ვერტმფრენები 17:00 საათისთვის უნდა ჩამოფრენილიყვნენ და ამ საკითხზე ზუსტ ინფორმაციას ამ წუთში არ ვფლობ“, – დასძინა ალავიძემ.
სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა და მოსახლეობა მთავრობას დახმარებას სთხოვს, რადგან შიშობენ, რომ ცეცხლი მათ საცხოვრებელ სახლებსაც მიუახლოვდება. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები