სოფელ დაბის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს

ბორჯომში, სოფელ დაბასთან ხანძარი დასახლებულ პუნქტამდე დაახლოებით 100 მეტრშია.
როგორც ადგოლობრივი მოსახლეობა აცხადებს, სოფელ დაბას 2 ფერდობი აქვს გარშემორტყმული, საიდანაც ერთ ფერდობზე ხანძარია, მეორეზე კი – ძლიერი დაკვამლიანება.
მათივე თქმით, დღეს დაბაში ვერტმფრენი არ გამოჩენილა. ადგილობრივი მოსახლეობა შველას ითხოვს. ისინი საცხოვრებელი სახლების დასატოვებლად ემზადებიან.
ამ დროისთვის უშუალოდ სოფლის ტერიტორიაზე ერთი სახანძრო ბრიგადა იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები