ბორჯომის ხეობაში ხანძრის ახალი კერის ჩაქრობა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდება (ფოტო, ვიდეო)

წაღვერის ტყეში ხანძრის ახალი კერის ჩაქრობა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „კვირას“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება.
მისივე თქმით, ცეცხლი იმდენად ძლიერია, რომ ბორჯომ-წაღვერის გზის სავალი ნაწილიდან ხილვადობა გართულებულია. ქარის სიჩქარე იმდენად ძლიერია, რომ ცეცხლი ტყის მასივებს სწარაფად ედება.
რთული კლიმატური პირობების გამო, მეხანძრე-მაშველებს, შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ხანძრის ჩაქრობა უჭირთ.
ბორჯომ-წაღვერის ცენტრალურ გზაზე მყოფი პოლიციის ქვედანაყოფის თანამშრომლები მოქალაქეებს ურჩევენ, რომ სტიქიის ზონის მიმართ სიფრთხილე გამოიჩინონ და გზის სავალ ნაწილზე დროულად გადაადგილდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები