პრემიერმა ადგილობრივი არჩევნების 21 ოქტომბერს დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტის კონტრასიგნაცია მოახდინა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 21 ოქტომბერს დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტის კონტრასიგნაცია მოახდინა.
მთავრობის ხელმძღვანელმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტს ხელი დღეს მოაწერა.
პრემიერის მხრიდან კონტრასიგნაციით პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი ძალაში შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში საარჩევნო კამპანია დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები