საქართველოს პრეზიდენტს იაპონიის ახლად დანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

გიორგი მარგველაშვილს საქართველოში იაპონიის ახლად დანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ რწმუნებათა სიგელები გადასცა.
სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა იაპონელ დიპლომატთან შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს; ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მყარ და ნაყოფიერ პოლიტიკურ თანამშრომლობას.
თავის მხრივ, ტადაჰარუ უეჰარამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ იაპონიის ელჩის რანგში, იგი ძალისხმევას არ დაიშურებს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურების საქმეში.
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში იაპონიის ახალ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები