გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი კესტუტის იანკაუსკასი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელი კესტუტის იანკაუსკასი მიიღო, რომელმაც საქართველოში მისია დაასრულა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა განიხილეს და თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. საუბარი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასაც შეეხო.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კესტუტის იანკაუსკასს საქართველოში EUMM-ის მისიის ხელმძღვანელის რანგში შესრულებული სამუშაოსათვის და საქართველოს წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლისა და ეფექტიანობის გაზრდის, ასევე საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
საქართველოს პრეზიდენტმა კესტუტის იანკაუსკასს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები