გიორგი კვირიკაშვილი: მოხალისეთა მობილიზების საჭიროება არ დგას

„ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მოხალისეთა მობილიზების საჭიროება არ დგას“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომელიც ბორჯომის ხეობაში იმყოფება. მისივე განმარტებით, ქარსა და კლიმატურ პირობებზე იქნება დამოკიდებული, რამდენად ჩქარა შევძლებთ ცეცხლის ლოკალიზებას და შემდეგ ჩაქრობას. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მოსახლეობისთვის არანაირი საფრთხე არ არის.
„კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ქარსა და კლიმატურ პირობებზე იქნება დამოკიდებული, რამდენად ჩქარა შევძლებთ ცეცხლის ლოკალიზებას და შემდეგ ჩაქრობას.
გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ ჩართულია ამ ოპერაციებში, როგორც სამაშველო სამსახური, ასევე განსაკუთრებლ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, სატყეო დეპარტამენტი და მოხალისეთა მობილიზების საჭიროება არ დგას. აქ არის ძალიან სპეციფიკური სამუშაო, რასაც ყველა ეს ადამიანი დიდი წარმატებით ართმევს თავს. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები