პრემიერის განცხადებით, რუსეთმა საქართველოს დახმარების სურვილი გამოთქვა

რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, რუსულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ბორჯომში განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მობილიზებული ძალის გათვალისწინებით, რუსული მხარის ჩართვის საჭიროება არ არსებობს.
„რაც შეეხება რუსული მხარის დახმარებას, ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ მოსახლეობა დავიცვათ ამ სტიქიისგან.
რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა განვიხილოთ აბსოლუტურად ყველა ვერსია და ვარიანტი. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, რუსულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, უბრალოდ ამ დახმარებების პირობებში არ გახდა ეს დახმარება საჭირო. ჩვენ ამ ძალებით ამ ყველაფერს აუვალთ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არანაირი აჟიოტაჟის საფუძველი არ არის, მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, რომ ის იქნება დაცული ცეცხლისგან“, -აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები