პრემიერი: სომხეთმა მიიღო გადაწყვეტილება, მთელი რიგი ეკიპაჟები გზაში არიან და ჩამოდიან

ჩვენ შეგვიძლია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, რამდენად ჩქარა მოვახდენთ ცეცხლის ლოკალიზებას და ჩაქრობას, დამოკიდებულია ბუნებრივ პირობებზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბორჯომში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სომხეთიც ჩაერთვება. „ჩვენ შეგვიძლია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, რამდენად ჩქარა მოვახდენთ ცეცხლის ლოკალიზებას და ჩაქრობას, დამოკიდებულია ბუნებრივ პირობებზე .
ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი პირველი დახმარება აზერბაიჯანისგან – ეს არის ვერტმფრენი, რომელიც უკვე მუშაობს და სახანძრო მანქანები, რომლებიც ახლა გზაშია. დღის ბოლოს ჩამოფრინდება უკვე ძალიან მოცულობითი, დიდი სახანძრო თვითმფრინავი თურქეთიდან, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ მათ თვითონ აქვთ ეს პრობლემა.
მინდა ასევე ვთქვა, რომ სომხეთმა მიიღო გადაწყვეტილება და მთელი რიგი ეკიპაჟები გზაში არიან და ჩამოდიან, ასე რომ, საკმაოდ დიდი ძალაა მობილიზებული “, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები