ბორჯომის ხეობის ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში, თურქულ ვერტმფრენებთან ერთად, თვითმფრინავიც ჩაერთვება

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში თურქეთიდან 2 ვერტმფრენი ჩაერთვება და ასევე თვითმფრინავი დაემატება, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
გომელაურის განცხადებით, ადგილზე მუშაობს როგორც ცოცხალი ძალა, ასევე ვერტმფრენები და მძიმე ტექნიკა.
”კიდევ დაგვემატება ავიაცია თურქეთიდან. სხვა ქვეყნებიდან დახმარება ჯერჯერობით არ განიხილება. თურქეთიდან დაემატება ჩვენს ავიაციას 2 ვერტმფრენი და საუბარია ასევე თვითმფრინავზე”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები