აზერბაიჯანის საჰაერო ტექნიკა საქართველოს საზღვარს მალე გადმოკვეთს და ხანძრის ქრობის პროცესში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის საჰაერო ტექნიკა საქართველოს საზღვარს მალე გადმოკვეთს და, საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ხანძრის ქრობის პროცესში.
საქართველოს მთავრობა მადლობას უხდის აზერბაიჯანულ მხარეს და პირადად აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს აღმოჩენილი დახმარებისთვის.
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის მასშტაბებიდან და რთული რელიეფიდან გამომდინარე, ცეცხლის დროული ლიკვიდაციის მიზნით, საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ მიმდინარე წლის 20 აგვისტოს მოლაპარაკებები აწარმოა აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროსთან, სალიკვიდაციო სამუშაოებში დამატებითი ვერტმფრენის ჩართვის შესახებ. 21 აგვისტოს აზერბაიჯანულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, ჩაერთოს აღნიშნული ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში.
აზერბაიჯანის საჰაერო ტექნიკა საქართველოს საზღვარს მალე გადმოკვეთს და, საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ხანძრის ქრობის პროცესში.
საქართველოს მთავრობა მადლობას უხდის აზერბაიჯანულ მხარეს და პირადად აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს აღმოჩენილი დახმარებისთვის“, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები