ნონა გაფრინდაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი ევროპის ჩემპიონია.
ბარსელონაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე 65+ ასაკის ქალთა შორის ის პირველ ადგილზე გავიდა 9-დან 5,5 ქულით. მეორე ადგილზე ელენა ფატალიბეკოვა (რუსეთი) განთავსდა 4,5 ქულით, ხოლო მესამეზე ირინა კაბანოვა (რუსეთი) – 3 ქულით.
ვერცხლის მედალი დაისაკუთრა ამავე ასაკის ვაჟთა შორის მოასპარეზე თამაზ გიორგაძემ – 7 ქულით. ქართველი დიდოსტატი ნახევარი ქულით ჩამორჩა ნილს-გუსტაფ რემანს (შვედეთი). ხოლო, მესამეზე 6,5 ქქულით ევგენი ვასიუკოვი (რუსეთი) განთავსდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები