„ცენტრ პოინტი“ იყიდება

სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტი“ იყიდება.
კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გურამ რჩეულიშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები სექტემბრიდან დაიწყება.
როგორც მან აღნიშნა, „ცენტრ პოინტის“ ყიდვით ოთხი კომპანია, მათ შორის ერთი უკრაინული კომპანიაა დაინტერესებული.
გურამ რჩეულიშვილი კომპანიის გასხვისების ორ პირობას ასახელებს.
1. კომპანიამ, რომელიც “ცენტრ პოინტს” შეიძენს, ყველა ვალდებულება სრულად უნდა გადაიბაროს და ყველა დაზარალებული ბინით დააკმაყოფილოს. მისი თქმით, ასეთი 6 000 ადამიანია; მეორე პირობაა ,მაია და რუსუდან კერვალიშვილების პატიმრობიდან გათავისუფლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები