ცრუ ბრალდების საფუძველზე მარტოხელა დედა შესაძლოა, საქართველოდან გააძევონ

22 აგვისტოს, 12:00 საათზე „ჯეპრას“ პრესკლუბში უკრაინის მოქალაქის ირინა სავიცკაიას წარმომადგენლების პრესკონფერენცია გაიმართება.
სავიცკაიას ადვოკატების თქმით, მას საქართველოდან დეპორტაცია ცრუ ბრალდების საფუძველზე ემუქრება.
რამდენიმე თვის წინ, სავიცკაია, რომელიც კომპანიების ჯგუფის S.Group ბუღალტრად მუშაობდა, საქართველოს ხელისუფლებამ დააკავა ფალსიფიცირებული ეჭვის საფუძველზე, რომელიც უკრაინაში დასახელდა. მისი დეპორტაციის შემთხვევაში, სავიცკაიას სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება, რადგან მის წინააღმდეგ საქმე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიაზე ზეწოლის ნაწილია. ამჟამად კომპეტენტური ორგანოები განიხილავენ ირინა სავიცკაიას თხოვნას, პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ.
პრესკონფერენციის ფარგლებში, სავიცკაიას წარმომადგენლები საქმის დეტალებსა და შემდგომ ნაბიჯებზე ისაუბრებენ.
პრესკონფერენციას დაესწრებიან: ირინა სავიცკაიას ადვოკატი საქართველოში გიორგი კონდახიშვილი, ირინა სავიცკაიას ადვოკატი უკრაინაში რუსლან კაპრანი, „სნეკ-ექსპორტის“ (S.Group) გენერალური დირექტორი სერგეი ბელი.
მის: მ. ალექსიძის 3, I სართული.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ მითითებული ელექტრონული ფოსტით: freesavitska@gmail.com

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები