დიდუბეში 47 მისამართზე ასფალტის საფარი დაიგო

დიდუბის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ამ ეტაპზე, საგზაო სამუშაოები 47 მისამართზე დასრულდა, სადაც პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულდა.
ყველა მისამართზე მოიხსნა გზის დაზიანებული საფარი და ბორდიურები, რის შემდეგაც ასფალტის ახალი საფარი დაიგო. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა: შპს „ლუკრიმ“, „სატრანსპორტო სამშენებლო კომპანიამ“ და „ჰედეფ ჯორჯიამ“ შეასრულეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები