საბერძნეთის პოლიციამ, არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით, ბერძენი მამაკაცი დააკავა

საბერძნეთის პოლიციამ, არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით, 62 წლის ბერძენი მამაკაცი დააკავა.
საბერძნეთის პოლიციამ 62 წლის ბერძენის პირადი ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელსაც თან მისივე ფოტოები დაურთო.
დაკავებული პირი ანტონიოს გოსდია, რომელიც რომელიც 4/9/1955 მეგარაში დაიბადა.
ის საბერძნეთის პოლიციამ, 14 აგვისტოს, ათენის დასავლეთ ტერიტორიაზე დააკავა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბერძენმა მამაკაცმა ა 11 წლის გოგონას დაყოლიება სცადა, რათა მას გაჰყოლოდა მიმალულ ადგილას, სადაც ხალხი არ იყო.
მან გოგონა დაიყოლია, შემდეგ კი შეეცადა მის გაუპატიურებას, თუმცა, საბედნიეროდ, გოგონა გაექცა და დაუყოვნებლივ შეატყობინა ნათესავებს.
პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, თუ რამე სხვა ინფორმაცია იციან აღნიშნული მამაკაცის შესახებ, დაუყოვნებლივ დარეკონ პოლიციაში.
ანონიმურობა და კონფიდენციალობა დაცულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები