„კახა ამბობდა, მემუქრება და მომკლავსო” – რას წერს ჩვენებაში მთაწმინდაზე მოკლული მამაკაცის მეუღლე

“კახა ამბობდა, მემუქრება და მომკლავსო”, – ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, გასულ კვირას, თბილისის ცენტრში, მთაწმინდაზე, სკვერში მოკლული 47 წლის კახა ძნელაძის მეუღლე ვანდა იმნაძე აცხადებს.
როგორც ირკვევა, კახა ძნელაძის მეუღლის, ვანდა იმნაძის ჩვენების საფუძველზე დააპატიმრეს ბრალდებული. გარდაცვლილის მეუღლე ამბობს, რომ მკვლელობას შეესწრო.
„სახლში მისულს კახა არ დახვდა, ამიტომ ქუჩაში გამოვიდა და სკვერისკენ წავიდა, რადგან იქ ეგულებოდა. სკვერთან სიგარეტს ეწეოდა, სწორედ ამ დროს შენიშნა შავმაისურიანი მამაკაცი, რომელსაც თავზე მოტოციკლეტის ჩაფხუტი ეხურა და დაინახა, როგორ გაისროლა. მისი მტკიცებით, ეს მამაკაცი მიხეილ იაშვილი იყო. როცა ჩოჩქოლი ატყდა, მერე გაიგო, რომ მის მეუღლეს ესროლეს.
დაზარალებული მკვლელობის მოტივად შურისძიებას ასახელებს. “კახა ამბობდა, მემუქრება და მომკლავსო”, – წერს თავის ჩვენებაში ვანდა იმნაძე და ასევე ადასტურებს გავრცელებულ ვერსიას, რომ მათ
შორის დაპირისპირება იყო.
„იაშვილი ფულს სძალავდა მთაწმინდის პარკის ასასვლელთან მდგარ ტაქსის მძღოლებს, ამის გამო მოუხდა კონფლიქტი კახასთან და მან ეს არ აპატია“, -ამბობს მოკლულის მეუღლე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები