რატომ “გადააგდო“ მინდია გულუამ საპატრიარქო, ჟურნალისტები და დევნილები?

“12 მაისს სამეგრელოში ლტოლვილთა 50-ათასიან მიტინგს მოვაწყობ. ჩავურიცხავ 1 მილიონს ლტოლვილებს და მერე თავადვე მიხედავენ თავიანთ პრობლემებს.” აცხადებდა მინდია გულუა.
საოცარია, სიკეთის კეთებას და ქველმოქმედებას, რატომ სჭირდება გრანდიოზული მიტინგი? თუკი ლტოლვილებზე ზრუნვამ შეაწუხა მილიონერი გულუა, 2011 წელს ლტოლვილების პრობლემებისთვის განკუთვნილი თანხები, რატომ წარმართა პოლიტიკის მიმართულებით და რატომ გაექცა დამფუძნებლები “ლტოლვილთა კონგრესიდან”? ანდა საინტერესოა, აქციის და ხმაურის გარეშე, არ შეიძლება ლტოლვილების დახმარება? მოკლეთ, გულუას ეტყობა, ასე ესმის სიკეთის კეთება და რას ვიზამთ? ვერ დავუშლით. თუმცა აქ, ლტოლვილთა თემა, მეორე ხარისხოვანია, იმასთან შედარებით, რა პროცესებიც შეიძლება განვითარდეს შემდგომ. დიდია ალბათობა, ყველაზე დაუცველი ადამიანები, ლტოლვილები მინდია გულუამ საკუთარი პოლიტიკური ამბიციებისთვის გამოიყენოს.
მართალია, მილიონერი გულუა, ამბობს და ჰპირდება ადამიანებს, სხვადასხვა საკითხების მოგვარებას, მაგრამ სიტყვის შესრულებას ვერასდროს ახერხებს.
დაგვპირდა ყველას, პუტინს შევხვდები და ვაიძულებ აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროსო, შეხვდა მაგრამ მერე რაა?
ეკლესია-მონასტრების მოვლა-პატრონობა და მშენებლობა უნდა ეწარმოებინა ფონდს, რომელიც საპატრიარქოსთან ერთად შექმნა, მაგრამ რა გამოუვიდა? საპატრიარქომ ფონდი დატოვა. ლტოლვილებზე ზრუნვა, “ლტოლვილთა კონგრესის” შექმნით დაიწყო, მაგრამ ლტოლვილების ქოლგის ქვეშ ამოფარებულმა, 26 მაისის საპროტესტო აქციის დაფინანსებას შეეცადა. მხოლოდ შეეცადა…. კონგრესის დამფუძნებლებმა აქაც მიატოვეს.
პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა და გაზეთი”დრონის” მეპატრონეს, არჩილ გოგელიას გაზეთის დაფინანსებას დაჰპირდა, მაგრამ სიტყვა გატეხა და გოგელია “გადააგდო.” გაზეთი “დრონი” დაიხურა.

წყარო:http://exclusivenews.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები