ბარსელონას ტერაქტის მთავარი ეჭვმიტანილი შესაძლოა, ცოცხალია

ბარსელონაში, ფურგონის მძღოლი, რომლის თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, შესაძლოა, ცოცხალია და გაქცეულია. ამის შესახებ ინფორმაციას “BBC”-ი ესპანეთის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამართალდამცავების ცნობით, ისინი 22 წლის მაროკოელს ეძებენ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავარი ეჭვმიტანილი 17 წლის მუსა უკაბირი იყო. ის ერთ-ერთია იმ ხუთ ეჭვმიტანილს შორის, რომელიც პოლიციამ მოკლა.
როგორც სამართალდამცავები ამბობენ, თავდამსხმელები სხვა ტერაქტებსაც გეგმავდნენ.
17 აგვისტოს კატალონიაში განხორციელებული ორი თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 14 და დაშავდა 130-მდე ადამიანი.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები