ბარსელონაში მომხდარი თავდასხმის მთავარი ეჭვმიტანილი – მუსა უკაბირი ლიკვიდირებულია

ბარსელონაში მომხდარი თავდასხმის მთავარი ეჭვმიტანილი – მუსა უკაბირი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას “BBC”-ი კატალონიის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, წარმოშობით მაროკოელი მუსა უკაბირი კამბრილსში სამართალდამცავების მიერ მოკლული ხუთი თავდამსხმელიდან ერთ-ერთია. გამოძიების ვარაუდით, სწორედ ის მართავდა ფურგონს რამბლას ბულვარზე. მისი ძმის, დრის უკაბირის თქმით, მუსამ მას საბუთები მოპარა და მანქანა დაიქირავა.
ცოტა ხნის წინ, კატალონიის პოლიციამ 17 აგვისტოს განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირში ეჭვმიტანილი ოთხი მამაკაცის ფოტო გამოაქვეყნა, მათ შორის, მუსა უკაბირის. როგორც “BBC”-ი იტყობინება, ტერაქტებთან კავშირში ოთხი ეჭვმიტანილიდან სამი ქალაქ კამბრილსში თავდასხმის დროს არის ლიკვიდირებული.
ადგილობრივი პოლიცია ამ დრომდე ეძებს კიდევ ერთ პირს, წარმოშობით მაროკოელს, რიპოლში მცხოვრებ იუნეს აბუიაქუბის.
ცნობისათვის, მომხდარ თავდასხმებთან დაკავშირებით, ამ დროისთვის დაკავებულია ოთხი ეჭვმიტანილი. სამი მათგანი ქალაქ რიპოლში დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ 17 აგვისტოს კატალონიაში განხორციელებული ორი თავდასხმის შედეგად დაიღუპა 14 და დაშავდა 130-მდე ადამიანი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები