ანა დოლიძე: თამარ მეარაყიშვილის დაკავება საოკუპაციო რეჟიმის რეალური სახის გამოვლინებაა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ოკუპირებულ ახალგორში სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრას აფასებს.
მეარაყიშვილი გუშინ საღამოს დააკავეს და ცხინვალის ე.წ. პროკურატურიდან გამთენიისას გათავისუფლდა.
“აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვიცით მისი სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ, ის არის გამორჩეული მოქალაქე და ეს ქმედება სულ მცირე, არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, აქტივისტზე ზეწოლა და რაც მთავარია, ეს არის საოკუპაციო რეჟიმის რეალური სახის ერთ-ერთი გამოვლინება. იქნება ეს ეთნიკური წმენდა, ქართველების ჩაგვრა, ქართული ენის სწავლების აკრძალვა, ჩვენი აქტივისტების თუ მოქალაქეების გატაცება, – ეს ყველაფერი ოკუპაციური რეჟიმის სახის გამოვლინებებია და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ყველა ღონე ვიხმაროთ იმისათვის, რომ დავგმოთ ეს ფაქტი, საერთშორისო საზოგადოებამ აქტიურად დაგმოს  ეს ქმედება, რაც მთავარია, ჩვენ, ყველამ, ვიზრუნოთ, რათა ჩვენი მოქალაქეების უფლებები  შესაბამისად დაცული იყოს”,- განაცხადა ანა დოლიძემ.
გათავისუფლების მიუხედავად, მეარაყიშვილი ე.წ. პროკურატურაშია დაბარებული, ის დაკითხვაზე ხვალ უნდა გამოცხადდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები