ბათუმში აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს აჭარის მთავრობა დაეხმარება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, რამაზ ბოლქვაძის განცხადებით, ბათუმში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ ორ ოჯახს სახელმწიფო საცხოვრებელ ბინებს სთავაზობს, ხოლო დანარჩენ ორ ოჯახს საცხოვრებლის სარემონტო სამუშაოების ხარჯებს დაუფარავს.
მინისტრის თქმით, შეთანხმების შემთხვევაში, ის ტერიტორიები, სადაც აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა და სახლები დაიწვა, სახელმწიფოს გადეცემა.
“ქალაქ ბათუმის მერიაში მოსახლეობასთან შეხვედრა გვქონდა და მათგან საბოლოო დასტურს ველოდებით. იქ, სადაც რემონტი შეიძლება, ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს, ხოლო ორ ოჯახს, რომლებსაც საცხოვრებელი მთლიანად დაუზიანდა, საუბარია, რომ ალტერნატიული ბინები შევთავაზოთ. საბინაო ფონდი როგორც მერიას, ასევე აჭარის მთავრობას აქვს,” – განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.
ბათუმში გაზგასამართ სადგურზე აფეთქება გუშინ მოხდა. აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია. შედეგად დაინგრა ორი და დაიწვა რამდენიმე სახლი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები