ვინ არის რუსეთში “მოღვაწე” ქართველი ბიზნესმენი მინდია გულუა და რა აკავშირებს მას “ნაციონალურ მოძრაობასთან”?

საზოგადოებისა და პოლიტიკის ინტერესის მიღმა დარჩენილ მინდია გულუას შესახებ, რუსეთში კვლავ დაინტერესდნენ ჟურნალისტები და მის შესახებ, სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა, ცნობილმა ჟურნალისტმა ევგენი მიხაილოვმა, სადაც თვალნათლივ ჩანს, რუსეთში მცხოვრები, ცნობილი ქართველი ბიზნესმენის მინდია გულუას კავშირები ქურდულ სამყაროსა და მაფიასთან.
რამდენიმე წლის წინ, კონკრეტულად კი 2012 წლის მაისში, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა სკანდალური სტატიები მინდია გულუას შესახებ, სადაც მისი კავშირები „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ოდიოზურ ფიგურასთან ვანო მერაბიშვილთან იკვეთებოდა.
„ექსკლუზივ ნიუსი“ გავრცელებული სტატიებიდან ამონარიდებს უცვლელად შემოგთავაზებთ.
ვინ არის რუსეთში მოღვაწე ქარველი ბიზნესმენი მინდი გულუა და რა აკავშირებს მას ხელისუფლებასთან? (ავტორი: დარეჯან ლიპარტელიანი, სტატიია გამოქვეყნდა 2012 წლის 10 მაისს)
“12 მაისს, სამეგრელოში დევნელთა 50 ათასიანი მიტინგი გაიმართება. არ არის გამორიცხული, არჩევნებშიც მივიღო მონაწილეობა“.- აცხადებდა იმ დროისთვის მინდია გულუა.
– ხელისუფლებამ ივანიშვილის საწინააღმდეგო კომპრომატების შეგროვება, მას შემდეგ დაიწყო, რაც ის პოლიტიკაში გამოჩნდა. ნაციონალებმაც თადარიგი დაიჭირეს და ქართულ პოლიტიკაში, რუსეთში მოღვაწე, ფულიანი ბიზნესმენი, ვინმე მინდია გულუა გამოიყვანეს ასპარეზზე. ხელისუფლება აშკარად ცდილობს, ამ პიროვნებისგან შექმნას ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას შეძლებს. ამ ყველაფრის დამკვეთად კი, მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა სახელდება. მე მაქვს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტს, ამ ახალი პროექტის შექმნის იდეა ქართველმა სპეცსამსახურებმა მიაწოდეს“ (დ.ლ)
– მინდია გულუა,( იგივე კახა,) 1969 წელს ქ. სოხუმში დაიბადა. აფხაზეთის ომის შემდეგ, სამეგრელოში ცხოვრობდა და იქვე ჰქონდა მცირე ბიზნესიც. ის, აფხაზეთიდან შემოტანილი სიგარეტით ვაჭრობდა. იმ დროისთვის მცირეოდენი თანხაც დააგროვა და ბიზნესის გააფართოებაც შეძლო.
ის, შევარდნაძის ხელისუფლების დროინდელი ვიცე-პრემიერის ბაკურ გულუას ნათესავი გახლდათ.
აფხაზეთის ომის შემდგომ შევარდნაძის ჩინოვნიკებმა, ფულის შოვნის ერთ-ერთი საუკეთესო გზა, ბარტერი გამონახეს, რამაც სახელწიფოს ხაზინაც დააზარალა და ზოგიერთ ქვეყანასთან ფინანსური პრობლემებიც შეგვიქმნა. მაშინ ბარტერის ცენტრი მინისტრთა კაბინეტი იყო. ოპერაციების უბადლო შემსრულებლად კი ბაკურ გულუა სახელდებოდა.
ამ საკითხებში ირიბად მინდია გულუაც იყო ჩართული, როგორც დისტრიბუტორი.
ერთი სიტყვით გულუების ბიზნეს-ტანდემი შედგა. ბაკურ გულუა დოკუმენტების სამთავრობო დონეზე მოწესრიგებას კისრულობდა, პრაქტიკულ საქმიანობას კი, მინდია გულუა აწესრიგებდა. საბოლოოდ ორივემ გვარიანად იხეირა. გულუებმა დიდი ფული იშოვეს და ბიზნესიც გაფარდოვდა.
ტანდემს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, აწ გარდაცვლილი, გია გულუა შეუერთდა. ის ბიზნესს მფარველობდა. ბიზნესის მფარველობის წარმატებას ისიც განაპირობებდა, მაშინდელი შს მინისტრი სოხუმელი და გულუებთან დაახლოებული შოთა კვირაია რომ იყო.
იმ დროისთვის, თითქმის მთელი საქართველო ჯართის და ფერადი ლითონების ბუმმა მოიცვა. სწორედ ამ ბიზნესში ჩაერთვნენ გულუები და მათ შორის, მინდია გულუაც. ქვეყნიდან გაჰქონდათ შავი და ფერადი ლითონები და ძირითადად შემოჰქონდათ, საწვავი და პურ-პროდუქტები. ცხადია. გულუების ბიზნესს, სამთავრობო და ძალოვან უწყებაშიც ლობი ჰყავდა, მაგრამ იმ დროისთვის რაიმე ბიზნესის წამოწყება და წარმატებაც, „კანონიერი ქურდების“ გარეშე, შეუძლებელი იყო. საქართველოში ქურდების “კრიშის” გარეშე, ვერანაირი ბიზნესი ფეხს ვერ მოიკიდებდა. მოგების წილი, ქურდებთან, უნდა”გამტყდარიყო”.
ყველა ბიზნესს, გავლენიანი ავტორიტეტი, ან ე.წ. “კანონიერი ქურდი”კრიშავდა”.
უსაფრთხოების გარანტიებს ქურდები ახორციელებდნენ, სოლიდური თანხის სანაცვლოდ. ტვირთები უმეტესწილად კონტრაბანდული იყო და მას ლობირებას ხელისუფლების წარმომადგენელი უწევდა. როგორც ამბობდნენ, გულუების ტვირთებს ბაკურ გულუა ლობირებდა. ბიზნესის კეთილდღეობამ დიდხანს არ გასტანა. ტვირთების გადაზიდვის ბიზნესში, მთავარი ფიგურა, შს მინისტრის მოადგილე გია გულუა მოკლეს.
მომხდარმა, მთელი საქართველო შეძრა და იმ დროისთვის ბურუსით მოცული მკვლელობა დღემდე, პრაქტიკულად გაუხსნელია.
გენერალ გია გულუას მკვლელობის რეალური მოტივიც და დეტალებიც დღემდე უცნობია. გია გულუას მკვლელობის შემდეგ, ერთმანეთის მიყოლებით ოთხი “კანონიერი ქურდი” მოკლეს. მკვლელობათა სერიას, მაშინ “მხედრიონს” უკავშირებდნენ. მოტივად, ფინანსების და გავლენის სფეროების გადანაწილება სახელდებოდა. ამ საქმის შემსრულებლად, კულუარებში ძმები რურუები და მათი კერპი ჯაბა იოსელიანი სახელდებოდა. შევარდნაძის ხელისუფლებამ, ნაცვლად იმისა მკლელობა გამოეძიებია, შს მინისტრის მოადგილედ, ბაკურ გულუას ძმა, დავით გულუა დანიშნა და ერთ-ერთ ქუჩას გია გულუას სახელიც კი დაერქვა. შევარდნაძის ხელისუფლებამ ამით, საზოგადოების და მოკლულის ოჯახის წინაშე გასვრილი პირი თითქოს მოიბანა, მაგრამ დეტალებში ჩაღრმავებას მოერიდა და საქმის ბურუსში დატოვება ამჯობინა.
გულუების ბიზნესი მცირე ხნით შეფერხდა….. ერთი ძმა ბაკურ გულუა ვიცე-პრემიერად, მეორე დავით გულუა, შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. კვლავაც აღზევდნენ ძმები გულუები. დევნილმა მინდია გულუამ, ნათესავი გულუების დახმარებით, ფინანსურად ისევ მოიკეთა და გაძლიერდა. ძმები გულუების ფინანსების და არადეკლარირებული ქონების მისაჩქმალად, ბიზნესმა მხოლოდ მისამართი შეიცვალა და გეზი რუსეთისკენ აიღო. მინდია გულუა რუსეთში წავიდა.
მისი პარტნიორები იყვნენ, რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენები, ალექსანდრე ებრალიძე და დავით ხომერიკი. მაგრამ მათი გზები ადრევე გაიყარა. 2006 წელს გულუას “ჰამერი” ააფეთქეს და გულუა გადარჩა. მაშინ ამბობდნენ, ეს თავად მოაწყოო.
დიდ ფულს დიდი ამბიციაც თან ახლავსო და მინდია გულუასაც გაუჩნდა ამბიცია პოლიტიკაში მოსვლის და ამბიცია ქვეყნის გადარჩენის! ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ძალზედ გააქტიურდა, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში. საინტერესოა ასევე ისიც, გულუას გააქტიურებით რა სარგებელს მიიღებს სააკაშვილის ხელისუფლება?!
საყურადღებოა ის ფაქტიც, მინდია გულუამ აქტიურობა ცოტა უფრო ადრე 2011 წელს დაიწყო ოღონდ ხმაურის გარეშე. თუმცა ცოტა ხანში, გულუას გააქტიურების საეჭვო დეტალები მაინც გამჟღავნდა. ერთ-ერთი პატრიარქის სახელის დისკრედიტაციის მცდელობა იყო. საუბარია, 2011 წლის 26 მაისს მოვლენებზე, სადაც სააკაშვილის ხელისუფლებამ, ქართველ ხალხს სასაკლაო მოუწყო და ჩვენს საამაყო ვაჟკაცებს, ისე მოექცა, როგორც ნახირს. საქონელივით გაბაწრა და დაუნდობლად გადაუარა.
რა კავშირი აქვს მინდია გულუას, 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან და როგორ ცდილობდა ხელისუფლება, ამ პროცესებში საპატრიარქოს ჩართვას და პატრიარქის დისკრედიტაციას.
მინდია გულუა პრეზიდენტ სააკაშვილს და შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს რამდენჯერმე შეხვდა. ამაში მას სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბადრი ბიწაძის მოადგილე დავით გულუა დაეხმარა. მერაბიშვილის მიმართ, მადლიერება და პატივისცემა ბიზნესმენმა, კეთილი ჟესტითაც დაადასტურა. ჩხოროწყუში პოლიციის შენობის მშენებლობა დააფინანსა. სამშენებლო ბანერზეც კი იყო ამის შესახებ მითითებული. სააკაშვილთან და მერაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, მინდია გულუას, რატომღაც საეჭვოდ მოსდის აზრად, საქველმოქმედო ფონდის შექმნა საპატრიარქოსთან ერთად.
2010 წლის 25 ოქტომბერს მინდია გულუა ქმნის ფონდს მსოფლიოს ქართველთა მოძრაობა საქართველოსთვის ფონდი“ მზე შინა და მზე გარეთა”, რომელიც დარეგიტრირდა საპატრიარქოს იურიდიულ მისამართზე, ერეკლე 2 შესახვევი#1. ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საპატრიარქო გახდა. ფონდის დამფუძნებლებში ასევე შევიდნენ: ბაკურ და დავით გულუები. ფონდი “მზე შინა და მზე გარეთა” 2010 წლის 25 ოქტომბერს შეიქმნა და 7 თვის შემდეგ, 2011 წლის 15 აპრილს, ერთ-ერთი დამფუძნებელი საპატრიარქო ფონდიდან გავიდა.
ფონდის საქმიანობა, როგორც წესდებაშივე იყო მითითებული, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიაში შემადგენლობაში მყოფი, ეკლესია- მონასტრების რესტავრაცია-მშენებლობა უნდა ეწარმოებინა. ფონდმა საქმიანობა მართლაც დაიწყო და სამეგრელოში, ჩხოროწყუში ეკლესის მშენებლობა დააფინანსა. რამდენადაც გასაკვირი არუნდა იყოს, ჩხოროწყუში ეკლესიის პარალელურად, პოლიციის შენობის მშენებლობა მიმდინარეობდა და მასაც, მინდია გულუა აფინანსებდა. მინდია გულუამ მერაბიშვილს სხვა”პრეზენტებს” შორის, ჩხოროწყუს პოლიციის შენობაც “ფეშქაშად” უსახსოვრა. ვანო მერაბიშვილის უწყებასთან, მინდია გულუას კეთილი ურთიერთობა, მხოლოდ ჩხოროწყუში, პოლიციის შენობის მშენებლობის დაფინანსებით არ შემოფარგლულა. ვანო მერაბიშვილის და მინდია გულუას მეგობრობის არეალი გაფართოვდა.
ფონდ “მზე შინა და მზე გარეთას”, რომელსაც, წესით საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიაში შემავალი, ეკლესია -მონასტრების რესტავრაცია, მოვლა-პატრონობა და მშენებლობა უნდა ეწარმოებია, გულუამ ფონდის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა გადაწყვიტა. ეს ავანტურა კი საპატრიარქოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას ემსახურებოდა. შს სამინისტროს ეს მზაკვრული გეგმა, ცხადია, საპატრიარქოს ზურგს უკან იგეგმებოდა. ამ საქმეში შს-ს სხვა მაღალჩინოსნებიც ფიგურირებდნენ.
მინდია გულუას ახლო მეგობარია ერეკლე კოდუა. მათ საერთო ნავთობის ბიზნესიც აკავშირებთ.
რა მიზნებისთვის სურდა მინდია გულუას “ლტოლვილთა კონგრესის” გამოყენება და რა დაკვეთა მიიღო ხელისუფლებისგან?
2009 წელს, მინდია გულუამ დევნილთა კონგრესი შექმნა. კონგრესის დამფუძნებლებში, ისევე როგორც საპატრიარქოსთან არსებულ ფონდში, აქაც დამფუძნებლებში ძმები ბაკურ და დავით გულუები ფიგურირებენ. 2011 წლის აპრილში, ორმა დამფუძნებელმა თენგიზ ლომაიამ და გოგი სილაგაძემ კონგრესის შემადგენლობა დატოვეს. მაშინ ლომაია ამის მიზეზად, კონგრესის დამფინანსებლის პოლიტიკურ კავშირებს ასახელებდა, ნინო ბურჯანაძესა და მის მეუღლე ბადრი ბიწაძესთან. ასევე არსებობდა ეჭვი იმ ფულის წარმომავლობასთან დაკავშირებით, რომელიც მინდია გულუას კონგრესის ანგარიშზე უნდა ჩაერიცხა. ამ პროცესების ეპიცენტრში, დავით გულუა იდგა, რომელიც განაწყენებულ დამფუძნებლებს აშოშმინებდა და არწმუნებდა, აქ მარტო მინდია გულუას ფული კი არა, უცხოეთში მოღვაწე სხვა ქველმოქმედი ქართველების ფულიც ჩაირიცხებაო. დავით გულუას მცდელობამ ვერ გაჭრა. კონგრესი დამფუძნებლებმა, მაინც დატოვეს.
“12 მაისს სამეგრელოში ლტოლვილთა 50 ათასიან მიტინგს მოვაწყობ. ჩავურიცხავ 1 მილიონს ლტოლვილებს და მერე თავადვე მიხედავენ თავიანთ პრობლემებს.” აცხადებდა მინდია გულუა.
საოცარია, სიკეთის კეთებას და ქველმოქმედებას, რატომ სჭირდება გრანდიოზული მიტინგი? თუკი ლტოლვილებზე ზრუნვამ შეაწუხა მილიონერი გულუა, 2011 წელს ლტოლვოლების პრობლემებისთვის განკუთვნილი თანხები, რატომ წარმართა პოლიტიკის მიმართულებით და რატომ გაექცა დამფუძნებლები “ლტოლვილთა კონგრესიდან”? ანდა საინტერესოა, აქციის და ხმაურის გარეშე, არ შეიძლება ლტოლვილების დახმარება? მოკლეთ, გულუას ეტყობა, ასე ესმის სიკეთის კეთება და რას ვიზამთ? ვერ დავუშლით. თუმცა აქ, ლტოლვილთა თემა, მეორე ხარისხოვანია, იმასთან შედარებით, რა პროცესებიც შეიძლება განვითარდეს შემდგომ. დიდია ალბათობა, ყველაზე დაუცველი ადმიანები, ლტოლვილები მინდია გულუამ საკუთარი პოლიტიკური ამბიციებისთვის გამოიყენოს.
მართალია, მილიონერი გულუა, ამბობს და ჰპირდება ადამიანებს, სხვადასხვა საკითხების მოგვარებას, მაგრამ სიტყვის შესრულებას ვერასდროს ახერხებს.
დაგვპირდა ყველას, პუტინს შევხვდები და ვაიძულებ აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროსო, შეხვდა მაგრამ მერე რაა?
ეკლესია-მონასტრების მოვლა-პატრონობა და მშენებლობა უნდა ეწარმოებია ფონდს, რომელიც საპატრიარქოსთან ერთად შექმნა, მაგრამ რა გამოუვიდა? საპატრიარქომ ფონდი დატოვა. ლტოლვილებზე ზრუნვა, “ლტოლვილთა კონგრესის” შექმნით დაიწყო, მაგრამ ლტოლვილების ქოლგის ქვეშ ამოფარებულმა, 26 მაისის საპროტესტო აქციის დაფინანსებას შეეცადა. მხოლოდ შეეცადა…. კონგრესის დამფუძნებლებმა აქაც მიატოვეს.
პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა და გაზეთი”დრონის” მეპატრონეს არჩილ გოგელიას, გაზეთის დაფინანსებას დაჰპირდა, მაგრამ სიტყვა გატეხა და გოგელია “გადააგდო.” გაზეთი “დრონი” დაიხურა.
მინდია გულუას ყველაზე არასწორ და არაკაცურ საქციელად, 26 მაისის საპროტესტო აქციების დაფინანსების საკითხი ითვლება. როგორც გაირკვა, ბიზნესმენი, ბადრი ბიწაძეს დავით გულუას ხელშეწყობით, მართლაც შეხვდა რამდენჯერმე, მაგრამ რეალურად მას 26 მაისის აქციაც არ დაუფინანსებია. უშიშროების დასანახად შეგზავნილი დავით გულუა, ნამდვილად აწარმოებდა მხარეებს შორის მოლაპარაკებებს და ბურჯანაძე-გულუას შეხვედრა რამდენჯერმე მართლაც შედგა, მაგრამ უშედეგოდ. ერთი სიტყვით, ხმა დაირხა გულუამ ვანო მერაბიშვილის თამაში ითამაშა და გენერალმა უჩავამ და დავით გულუამ, შს მინისტრს სრული ინფორმაცია მიაწოდეს სახალხო კრებაში მიმდინარე პროცესების შესახებო.
სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ის, რომ ხელისუფლებამ”ფეშქაშად”, უბოძა ის რომ, ვანოს უწყებას და არცერთ ნაციონალურ ტელევიზიას მინდია გულუას სახელი არ უხსენებია. ბადრი ბიწაძის სავარაუდო დამფინანსებელ პირთა შორის, ყველას სახელი გაპიარდა, მინდია გულუას გარდა. აქედან გამომდინარე, დასკვნის გაკეთება არც ისე რთულია. მინდია გულუა, ხელისუფლებასთან დაახლოებული ფსევდო- ოპოზიციაა. როგორც ამას კობა დავითაშვილი და ოპოზიციის სხვა ლიდერები აცხადებდნენ. ნაციონალური ხელისუფლება კი, ამ პიროვნების გამოყენებას, არც თუ კარგი საქმისთვის გეგმავდა.
მიუხედავად იმისა, რომ ის გასული წელს საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს და ბევრი რუსეთში მოღვაწე ქართველი ამბობდა, რომ მინდია გულუა დაიღუპა ის გადარჩა და როგორც ცნობილია „დამაშნი არესტის“ პრინციპით ცხოვრობს. როგორც ამბობენ, მას სახლიდან გამოსვლისაც კი ეშინია. მაგრამ რუსი ჟურნალისტის ევგენი მიხაილოვის ჟურნალისტური გამოძიება ტოვებს შთაბეჭილებას, რომ მინდია გულუა ე.წ. კანონიერ ქურდებთან კვლავაც მოდაშია და ეს მდგომარეობა მას აძლევს საშუალებას, რომ საკუთარ სამშობლოში პროცესები კულუარებიდან.

წყარო:http://exclusivenews.ge/post/62707

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები