ეკა ბესელია: კომპრომისი ნიშნავს იმას, რომ ორივე მხარე ყველაზე მისაღებ და გონივრულ გამოსავალს ეძებს

ველოდები, რომ ოპოზიციასთან შეხვედრა საქმიან და სამუშაო პირობებში ჩაივლის და იქნება კომპრომისების ძებნის მზაობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა, შეხვედრა, რომელიც ხვალ არის დაგეგმილი, ბესელიას აზრით, ორივე მხარისთვის მისაღები გამოსვალის ძებნით უნდა დასრულდეს.
“რადგან შეხვედრა ხვალისთვის არის დაგეგმილი, შეგნებულად თავს შევიკავებ, წინასწარ გითხრათ ჩემი პერსონალური განწყობის, ან მოლოდინის შესახებ. შეხვედრის წინ შექმნილი რომ იყოს კარგი სამუშაო გარემო, გადაწყვეტილებებისა და კომპრომისებისთვის შესაბამისი პირობები, უმჯობესია, თავი შევიკავოთ რაიმე კონკრეტული კომენტარებისაგან. ველი, რომ შეხვედრა საქმიან და სამუშაო პირობებში ჩაივლის. კომპრომისი ნიშნავს იმას, რომ ორივე მხარე ეძებს ყველაზე მისაღებ და გონივრულ გამოსავალს, შესაბამის ფორმულირებებს, რომელიც პრინციპებს არ დაარღვევს. ველი, რომ იქნება კომპრომისის ძებნის მზაობა. ჩვენი სურვილია, იყოს რეალურად სამუშაო შეხვედრა, სადაც შესაძლებელი იქნება კომპრომისის მოძებნა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მმართველ გუნდთან ოპოზიციის შეხვედრა ხვალ, 18 აგვისტოს, პარლამენტის თბილისის სასახლეში, 17:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები