თბილისის ბიუჯეტი 1 465 200 ლარით გაიზარდა
თბილისის ბიუჯეტი 1 465 200 ლარით გაიზარდა – შესაბამისი ცვლილება დადგენილებაში თბილისის საკრებულოს სხდომაზე ხმათა უმრავლესობით მიიღეს. თბილისის ბიუჯეტის გაზრდას მხარი 27-მა დეპუტატმა დაუჭირა. მოწინააღმდეგე კი 8 დეპუტატი იყო.
დადგენილებაში ცვლილების განხორციელებამდე საკრებულოში დებატები გაიმართა. საკრებულოს ოპოზიცია მიიჩნევდა, რომ ბიუჯეტის ზრდა წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდებოდა.