ირაკლი კობახიძე ფრანც იოზეფ იუნგს შეხვდა

0

საკანონმდებლო ორგანო დღეს გერმანიის ბუნდესტაგის წევრს, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის/ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU/CSU) საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს, ფრანც იოზეფ იუნგს მასპინძლობს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველი შეხვედრა სტუმართან პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გამართა.
მხარეებმა, საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს.
ქართველმა კანონმდებლებმა სტუმარს გერმანიის მიერ საქართველოს როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.
როგორც შეხვედრაზე აღნიშნა, გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ქვეყნის შიდა განვითარების, ასევე, ქვეყნის საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით.
ირაკლი კობახიძემ ფრანც იოზეფ იუნგს ასევე მადლობა გადაუხადა იმ რეზოლუციისთვის, რომელიც ბუნდესტაგმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ მიიღო. ამ რეზოლუციით გერმანიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის, განსაკუთრებით კი, საქართველოს მიმართ, სადაც ჩვენი ქვეყანა წარმოჩენილია, როგორც წარმატების მაგალითი რეგიონში.
შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, გერმანულ პოლიტიკურ ფონდებთან საქართველოს თანამშრომლობაზე და იმ ძალიან მდიდარ გამოცდილებაზე ისაუბრეს, რომელიც ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს ახასიათებს. ასევე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ მიმდინარე წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილე აღინიშნება.
დასასრულს კი, მხარეებმა მიმდინარე წლის სექტემბერში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაგეგმილი არჩევნების შესახებაც ისაუბრეს.
არჩვენების წინ კი ბუნდესტაგის წევრის საქართველოში სტუმრობას მნიშვნელოვანი უწოდეს.
შეხვედრაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე მონაწილეობდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ ბუნდესტაგის წევრის ვიზიტი შეაფასა.

კომენტარები

კომენტარი