მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი რუსთავში დასრულდა

 რუსთავში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი დასრულდა.  სიმპოზიუმში  რვა ქართველი და სამი უცხოელი სკულპტორი მონაწილეობდა. ისინი რუსთავის ცენტრალურ პარკში, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, ერთი თვის განმავლობაში მუშაობდნენ.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, მოქანდაკეებს  ერთი თვის განმავლობაში ასისტენტობას თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები უწევდნენ, რომლებიც სიმპოზიუმში რუსთავის მერიასა და აკადემიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ჩაერთნენ.
მოქანდაკეთა სიმპოზიუმი რუსთავში პირველად 1990 წელს ჩატარდა. 1990-დან 1995 წლამდე, სიმპოზიუმი სამჯერ გაიმართა და მას საერთაშორისო ხასიათი ჰქონდა. 1990-95 წლებში ჩატარებული სიმპოზიუმის ფარგლებში, 21 სკულპტურა შეიქმნა, რომელიც ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზეა განთავსებული.
სიმპოზიუმი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები