ეკა ბესელია: საქართველოს ექსპრეზიდენტი რუსეთის ინტერესების გამტარებელი იყო

დეპუტატ ეკა ბესელიას განაცხადებით, ფაქტების ანალიზი ცხადყოფს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ქმედებები შედეგით, უმრავლეს შემთხვევაში, სწორედ რუსეთის ინტერესებისა და მათი სპეცსამსახურების ხელწერის გამტარებელი იყო.
“ფაქტების ანალიზი ცხადყოფს, რომ ექსპრეზიდენტის სააკაშვილის ქმედებები, შედეგით, უმრავლეს შემთხვევებში, სწორედ რუსეთის ინტერესებისა და მათი სპეცსამსახურების ხელწერის გამტარებელი იყო. მოდელირებული ქრონიკები და მოდელირებული ჩანაწერები – ეს სწორედაც რომ საქართველოს ინტერესების საზიანოდ მიმართული იყო. სააკაშვილს ბრალი 4 უმძიმესი ბრალდებით აქვს წარდგენილი და მართლმსაჯულება მას ელოდება. ამ პროცესს კანონის მოთხოვნებით მივყვებით. შესაბამისი უწყებები სწორედ ამით არიან დაკავებულნი. მე სერიოზულად ვერ განვიხილავ მოდელირებულ საუბარს და არ მჯერა, რომ ამას საერთო აქვს რეალობასთან. ჩვენ ვქმნით სისტემას, სადაც არა პიროვნებები წყვეტენ, კანონი ვის მიმართ გავრცელდეს, არამედ ვქმნით გარანტიებს, რომ კანონის წინაშე ყველა პირის თანასწორობა იყოს უზრუნვეყოფილი”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ეს არაა პოლიტიკური დევნა.
ეს არის სამართლის აღსრულება და უამრავი დაზარალებული ადამიანისთვის პასუხის გაცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები