ზაზა გაბუნია: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ცდილობს, ავანტიურა საზოგადოებას შეასაღოს

0

უმრავლესობის დეპუტატი ზაზა გაბუნია მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, მის მიერ დადგმული ავანტიურა საზოგადოებას შეასაღოს როგორც სიმართლე.
“სააკაშვილი ცდილობს, მის მიერ დადგმული ავანტიურა საზოგადოებას შეასაღოს, როგორც სიმართლე. ეს არის რეალური მაქინატორების მიერ შექმნილი ავანტურისტული ტრაგიკომედია ამ ჟანრის ცნობილი დამდგმელი რეჟისორით, მიხეილ სააკაშვილით. ეს იმდენად ცხადია, რომ დამატებით კომენტარს არც საჭიროებს. შს სამინისტრომ გასაგებად თქვა, რომ ასეთ საუბარს ბუნებაში არ ჰქონია ადგილი”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი