დავით რაქვიაშვილი: გალში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლებელ არჩევანს უწესებენ

0

“გალში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების ხმის ამაღლება”, – ამის შესახებ საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის საუკუპაციო რეჟიმი გალში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლებელ არჩევანს უწესებს.
“ჩვენ არაერთი სადამსჯელო ქმედება გვინახავს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. ამ ადამიანებს შეუძლებელ არჩევანს უწესებენ, როდესაც მათ ან რაღაც მოგონილი დოკუმენტები და რეალობა უნდა აღიარონ, ან ისედაც შეზღუდულ უფლებებს კიდევ უფრო ართმევენ. აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების ხმის ამაღლება და ამას აუცილებლად გააკეთებს საქართველოს სახელმწიფო”,- განაცხადა რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი