დავით ზალკალიანი ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ყატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს, აჰმად ჰასან ალ-ჰამადის შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კატარის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები. ყატარის მხარემ მინისტრის პირველ მოადგილეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ყურის რეგიონში, კერძოდ, ყატართან დაკავშირებით შექმნილი კრიზისის შესახებ.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ დაპირისპირებული მხარეები დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით ახლო მომავალში იპოვიან კრიზისის დარეგულირების შესაძლებლობას.
ვიზიტის ფარგლებში ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, დავით რაქვიაშვილთან და საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან, თედო ჯაფარიძესთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები