ქართული კინოს დიდი გამარჯვება – ანა ურუშაძე ლოკარნოს კინოფესტივალზე საუკეთესო დებიუტისთვის დააჯილდოვეს

ანა ურუშაძე ლოკარნოს 70-ე საიუბილეო კინოფესტივალზე საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის „საშიში დედა” დაჯილდოვდა.
როგორც „კვირას“ ეროვნული კინოცენტრიდან აცნობეს, ფილმის მსოფლიო პრემიერა ლოკარნოში რამდენიმე დღის წინ დიდი წარმატებით გაიმართა, საკონკურსო სექციაში Concorso Cineasti del presente და მსოფლიო პრესაში დადებითი შეფასებები დაიმსახურა.
ანა ურუშაძის სადებიუტო ნამუშევარი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი საქართველოს (სტუდიები „არტიზმი” და „ჯემინი”) და ესტონეთის (სტუდია „Allfilms”) კოპროდუქციაა. მთავარ როლს კი ფილმში ნატო მურვანიძე ასრულებს.
ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში 1946 წლიდან იმართება და ცნობილია, როგორც აღმოჩენების ფესტივალი, რადგან მრავალი კინორეჟისორის თუ მსახიობის წარმატებული კარიერა სწორედ ლოკარნოში დაიწყო. იგი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალების ა კატეგორიას მიეკუთვნება, სადაც ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან არაერთი ცნობილი და წარმატებული კინემატოგრაფისტი და ვარსკვლავები იყრიან თავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები