გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილეს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ შეხვედრა გამართა პოლიტიკურსაკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან მიროსლავ იენჩასთან.
კახა იმნაძემ გენერალური მდივნის მოადგილეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზისგასწვრივ უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისმოწოდების მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას.
შეშფოთება გამოითქვა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების, ასევე ე.წ. საზღვრისაღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვისა და საკონტროლო გამშვები პუნქტების დახურვის გამო, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავსმოსახლეობის გადაადგილების უფლებას. შეხვედრისას აღინიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა. ხაზი გაესვა, რომ მსგავსი ქმედებები არა მხოლოდ ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს,არამედ მნიშვნელოვან ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე და ხელს უშლის საქართველოს ძალისხმევას კონფლიქტისმშვიდობიანი მოგვარებისათვის.
ხაზი გაესვა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიების განხორციელების აუცილებლობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები