ირაკლი სესიაშვილი: რუსეთი ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს არაადეკვატურად პასუხობს

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ მშვიდობიანი გზით უნდა აიძულოს რუსეთი, მოახდინოს ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია.
სესიაშვილის თქმით, საქართველომ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა აქტიურად უნდა გააგრძელოს. „სამწუხაროდ, რუსეთი ჩვენი საერთაშორისო ნორმების ფარგლებში გადადგმულ ნაბიჯებს პასუხობს აბსოლუტურად არაადეკვატურად და ეს გამოიხატება ისეთ ქცევაში, რომელიც სცილდება საერთაშორისო ნორმებს. ამიტომ, ჩვენ ეს პროცესი გვიჩვენებს, რომ უნდა გავაგრძელოთ სერიოზული მუშაობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა რუსეთი ვაიძულოთ მშვიდობიანი გზით მოახდინოს დეოკუპაცია“,- განაცხადა სესიაშვილმა.
რუსმა ოკუპანტებმა დაახლოებით ორი ჰექტარი მიწა შემოღობეს ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვარზე. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები