ქეთევან ციხელაშვილი – ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის ჯერ არ დასრულებულა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველო აგრძელებს ბრძოლას ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანებისთვის. ამის შესახებ მინისტრმა ხურჩაში მავთულხლართების გაბმის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
„ეს არის განგრძობადი ოკუპაცია. რეგულარი პროვოკაციები, როგორიც არის მავთულხლართების და ბანერების აღმართვა და მცდელობა, რომ დაიჩეხოს საქართველოს ტერიტორიები.
ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის ჯერ არ დასრულებულა. ეს ბრძოლა გრძელდება და აუცილებლად გაგრძელდება მშვიდობიანი ფორმით, ძალიან პრინციპულად, მტკიცედ, მწყობრად, ვიდრე ჩვენი მთავარი ამოცანა – ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანება არ იქნება მიღწეული“,- განაცხადა ციხელაშვილმა. რუსმა ოკუპანტებმა დაახლოებით ორი ჰექტარი მიწა შემოღობეს ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვარზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები