სუს-ი: ხურჩა – ნაბაკევის მონაკვეთზე მავთულხლართების გაბმის ფაქტს ვადასტურებთ

სუს-ი  ხურჩა-ნაბაკევის მონაკვეთზე მავთულხლართების გაბმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ვადასტურებთ ხურჩა – ნაბაკევის მონაკვეთზე მავთულხლართების გაბმის ფაქტს. აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე. აღნიშნული საკითხი განსახილველად დადგება 19 სექტემბერს ჩანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე გალში“,- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი ჰექტარი მიწა შემოღობეს რუსმა ოკუპანტებმა ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვარზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები