მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას მხოლოდ ვიზით შეძლებს

 უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის ევგენი ენინის განცხადებით, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას მხოლოდ ვიზის აღების შემთხვევაში შეძლებს. „სააკაშვილის (მოქალაქეობის არმქონე პირის, თუ არ დადასტურდება ინფორმაცია მესამე ქვეყნების პასპორტის არსებობის შესახებ) შეშვება უკრაინაში შესაძლებელია მხოლოდ ვიზის გაფორმების შემდეგ.
ნებისმიერი პერფორმანსები აქტივისტების გარემოცვაში და საზღვრის არალეგალური გადაკვეთა იძლევა ასპროცენტიან სამართლებრივ საფუძველს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისთვის, ხოლო პირებს, რომლებიც ხელს უწყობენ საზღვრის უკანონო გადაკვეთას, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრებათ (და არ თქვათ მერე, რომ არ იყავით გაფრთხილებული)“,- აცხადებს ენინი. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 27 ივლისს მოაწერა ხელი ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ განკარგულებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები